გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან
03-12-2018, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან - ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ, აღნიშნული განცხადება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

 

 

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თავად პრეზიდენტი როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად მზად არის, ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.

 

 

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

 

 

ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ, 2 დეკემბერს თბილისის მთავარ გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს და სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვეს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი