თავად ის ფაქტი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში", საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შესახებ გააკეთა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია შავი ზღვის რეგიონისადმი და ბუნებრივია მასზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
„მნიშვნელოვანია რომ ამ მინისტერიალზე პირველად, ისევე როგორც სამიტის დროს გაიმართება ცალკე შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. მნიშვნელოვანია რომ შეხვედრა კონცენტრირებული იქნება რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ნატოს წინა სამიტზე, სადაც საქართველომ უკრაინასთან ერთად უპრეცედენტო ფორმატში მიიღი მონაწილეობა და ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია განსაკუთრებით პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით შავ ზღვაზე. გვექნება საუბარი ამ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნა”, განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, შავ ზღვაზე თანამშრომლობის კუთხით ნატოს ბრიუსელის სამიტზე უკვე იქნა განსაზღვრული რამდენიმე კონკრეტული მიმართულება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააქტიურება.
ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი.
„ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ასევე ითარგმნოს პოლიტიკურ განზომილებაში და წევრობის პერსპექტივაში”, განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ნატოელი პარტნიორების ყურადღება მიპყრობილი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც 4-5 დეკემბერს გაიმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.
მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.