ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა პრეზიდენტი ვარ? - ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას შეკითხვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონამდე ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
„ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. მიმდინარეობს თანამშრომლობა. არავითარი პრობლემა არ არის", განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება, დაახლოებით, 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი, სავარაუდოდ, უქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.