უკრაინელმა ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ ICTV-ის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს გონება დაკარგა და დაეცა.
პოროშენკო ქერჩის სრუტეში შექმნილ მდგომარეობას განიხილავდა და ფრაზის - „ჩვენ ვიხილეთ მთელი მსოფლიოს დაუყოვნებელი რეაქცია“ - წარმოთქმისას, დენისოვამ გონება დაკარგა და წაიქცა.
უკრაინის ლიდერმა ტრიბუნა მიატოვა და ომბუდსმენისკენ გაემართა. ლიუდმილა დენისოვას წამოდგომაში მის გვერდით მდგარი სტუმრები დაეხმარნენ, ხოლო სტუდიიდან იგი პოროშენკომ გაიყვანა.
„რა დატვირთით მუშაობს ახლა ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა... 20 საათი მუშაობს დღე-ღამეში იმისათვის, რომ გაანთავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები, ახდენს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას, რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენის და ადამიანის უფლებების დამცველთა მობილიზებას, ეწევა ადვოკატების კოორდინირებას“, განაცხადა პოროშენკომ ტრიბუნასთან მიბრუნების შემდეგ, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
მან ომბუდსმენის მუშაობას „ძალიან მძიმე ჯვარი“ უწოდა და სთხოვა აუდიტორიას მისდამი მხარდაჭერა აპლოდისმენტებით გამოეხატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.