გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდი აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში კონტროლის და ბალანსის მექანიზმი არ არსებობდეს.
„ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ, ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოში არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არც ერთი მექანიზმი, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქალბატონი აირჩიეს, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს", ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება, დაახლოებით, 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი, უქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.