პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაგნულ ტელეარხს "ფრანს 24"-ს ვცრელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია თავად მოქალაქეების მიერ არჩეული შეუქცევადი პროცესია. "ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის შეუქცევადია. რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის შედეგების მიხედვითაც დაზუსტდა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი ევროინტეგრაციის პროცესს უჭერს მხარეს.
რაც შეეხება რუსეთს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელსიუფლებამ შეცვალა მიდგომა რუსეთის საკითხისადმი. ვცადეთ მათთან ურთიერთობის ნორმალიზება, რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ მრავალი პროვოკაციისა და პრობლემის წინაშე საოკუპაციო ხაზზე.
ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთმა დაიწყო მავთულხლართებისა და ბარიერების დაყენება, რაც ჩვენს მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.