სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ნავთობსადენის გასწვრივ, შიდა ქართლში, იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსი ოკუპანტები ქართულ მიწებს იტაცებენ, პოლიციის ჩაყენებისკენ მოუწოდებს. "კმარა საგარეოს უღიმღამო კომენტარები!", - ასე ასათაურებს სოციალურ ქსელში თავის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. დიპლომატს მიაჩნია, რომ ჩვენი უკან დახევით რუსეთი კიდევ უფრო გულიანდება.
"სანამ სხვებს ვთხოვდეთ რეაგირებას, ალბათ ჩვენც უნდა რამე ვიღონოთ და დავიწყოთ ქმედება.... რატომ არ შეიძლება არა საზღვარზე - რადგანც ჩვენ ამ ადმინისტრაციულ დელიმიტაციას საზღვრად არ ვცნობთ - მაგრამ ნავთობსადენის გასწვრივ დავაყენოთ ჩვენი პოლიცია? ან ვახორციელებთ ჩვენს ტერიტორიაზე კონტროლს და წესრიგს და ვიცავთ უმნიშვნელოვანეს მილს ყოველივე საფრთხისაგან, ან რანი ვართ? ...
ამავდროულად გავაფრთხილებდი ჩვენ ყველა პარტნიორს ამ სამართალით და ეკონომიკით სრულიად გამყარებულ ნაბიჯის გადადგმის შესახებ...
რამდენს უკან ვიხევთ, იმდენს ვაგულიანებთ რუსეთის მხარეს!
ამას არა მგონია აბაშიძის ჩასვლა ადგილზე შველოდეს... არც საგარეოს მერამდენე გაფრთხილება!
სხვები სად არიან და რას აპირებენ... ორი უშიშროების საბჭო რომ გვაქვს, არცერთი არ უნდა შეიკრიბოს ნეტავ?" - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.