„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოს. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული შეფასებები, თითქოს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე არცთუ ისე ბევრი ხალხი მივიდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება.
„ვიდრე 2007 წლის მოვლენები დაიწყებოდა, ერთი კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე უშიშროების საბჭო შეკრებილიყო. მე მას ავუხსენი, რომ 50 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით. კატეგორიულად მოვითხოვდი საბჭოს მოწვევას, მაგრამ სააკაშვილი უარს აცხადებდა. დარწმუნებული იყო, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში არ გამოვიდოდა და სიტუაცია არ დაიძაბებოდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ფართომასშტაბიან მიტინგს წინ კახეთის მიტინგი უძღოდა, სადაც მართლაც ძალიან ცოტა ხალხი მივიდა. ამ ფაქტმა სააკაშვილი ძალიან გაახარა, დააწყნარა და საბოლოოდ უარი თქვა საბჭოს მოწვევაზე. რამდენიმე დღეში კახეთის მცირემასშტაბიან აქციას მოჰყვა თბილისში, სწორედ 50 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და ორ დღეში სააკაშვილის გადადგომა. ეს ფაქტი არავის დაავიწყდეს. ამას ვამბობ თქვენი მისამართით, მოქმედო ხელისუფლებავ! თავს ნუ დაიმშვიდებთ. თვითდაჯერებული ბრიყვების როლში ყოფნა თუ მოგწონთ, იყავით“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.