ნინო ბურჯანაძე: კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის და ჩვენი მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს
04-12-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

 


„გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა ნამდვილად ემთხვევა იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს. ეს მოთხოვნები თავის დროზე ჰქონდა „ქართულ ოცნებასაც“, ვიდრე ეს პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა. მაშინ კატეგორიულად აცხადებდა „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ შეცვლიდა საარჩევნო გარემოს და ამ საარჩევნო კოდექსით ჩაატარებდა არჩევნებს, ის ვერ ჩაითვლებოდა თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად. თუმცა „ქართული ოცნება“ უკვე 6 წელია ხელისუფლებაშია, მათ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ეს დაპირებები დაავიწყდათ და უკვე მერამდენე არჩევნებს ატარებენ იგივე საარჩევნო კოდექსით და მაჟორიტარული სისტემით. ყველა არჩევნების წინ ოპოზიცია მუშაობდა იმაზე, რომ ცვლილებები მომხდარიყო, ჩვენც, ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში მივმართეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ხელისუფლებისთვის მოგვეთხოვა, დაენახებინათ ხალხისთვის კეთილი ნება, რომ გაიგო ხელისუფლებამ, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო სისტემაში, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამაზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა. მე ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ფაქტია, რომ ძალაა. მომწონს მე ეს თუ არა - მეორე საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ძალაა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში. 

 

 

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი