თერჯოლის მერიაში გამართულ თათბირზე სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო ზომებზე იმსჯელეს
04-12-2018, 17:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო ზომებზე იმსჯელეს დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თათბირი გამართა, რომელსაც მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


ბონდო სოფრომაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია 1-2 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ, დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, რა გაკეთდა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

 


მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მერის წარმომადგენლებს მოუწოდა მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტისაკენ, რთა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მყისიერად იქნეს აღმოჩენილი და აღმოფხვრილი.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი