ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 2018 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია
04-12-2018, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში 7 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იყო დაგეგმილი. პროექტები - დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობა; მუნიციპალიტეტის 5 სოფელში სტადიონების მშენებლობების მეორე ფაზის დასრულება; დაბა ლენტეხის ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობა; ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სველი წერტილების აღდგენა-მოწყობა; დაბა ლენტეხის კეთილმოწყობა; სოფლებში - გვიმბრალასა და ხელედში წყლის სისტემების აღდგენა რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. დაგეგმილ პროექტთაგან 3 პროექტზე მუშაობა დასრულდა, 2 პროექტი გარდამავალია და 2019 წელს გაგრძელდება მუშაობა, ხოლო დანარჩენი 2 პროექტი, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, დასრულდება.

 

 

შესრულებულ და ამ დროისთვის დაუსრულებელ პროექტებზე GUARDIAN.GE ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს, ბადრი ლიპარტელიანს ესაუბრა.

 


„ჩამოთვლილი პროექტებიდან დასრულებულია მუნიციპალიტეტის 5 სოფელში სტადიონების მშენებლობების მეორე ფაზა; დაბა ლენტეხის ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღდგენა-მოწყობა;

 

 

დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობას რაც შეეხება, სამუშაოების შესრულების ვადა დასრულდა 13 ოქტომბერს და დღეის მდგომარეობით, შესრულებულია სამუშაოების 85%. სამშენებლო კომპანია იმყოფება ჯარიმაზე. სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს, თუ კლიმატური პირობების გამო შეფერხება არ მოხდა, სავარაუდოდ, 20 დღეში პროექტი დასრულდება, სხვა შემთხვევაში კი, სამუშაოები მომავალ წელს განახლდება.

 

 

რაც შეეხება წყლის სისტემების რეაბილიტაციას, გამოცხადდა ორ ლოტად - სოფელ გვიმბრალასა და სოფელ ხელედში. გვიმბრალას პროექტზე ტენდერი ორჯერ გამოვაცხადეთ, პირველ ეტაპზე არავინ მიიღო მონაწილეობა. პროექტს 20 იანვრამდე აქვს ვადა და მიმდინარეობს სამუშაოები. ხელშეკრულების მიხედვით, გარდამავალია პროექტია.

 

 

სოფელ ხელედში წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას 20 ნოემბერს გაუვიდა ვადა, შემოსული იყო ვადის გადაწევაზე, რეკომენდაცია გავუწიეთ ჩვენც და ზედამხედველობის სამსახურმაც, რადგანაც კორექტირება დასჭირდა პროექტს. მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, წელს დასრულდება.

 

 

შემდეგი პროექტია დაბის კეთილმოწყობა, რაც ცენტრალურ ქუჩაზე სკვერის მოწყობას გულისხმობს. მოხდა პროექტის კორექტირებები, ჩართული იყო ამაში გუბერნია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტი ხელშეკრულების პირობებით გარდამავალია.

 

 

ყველა ეს პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა ან ხორციელდება.

 

 

აღნიშნული 7 დიდი პროექტის გარდა, წელს გვქონდა ასევე მთის პროექტიდან დაფინანსებული ორი პროექტი - სოფელ ლესემისა და სოფელ ნანარის საავტომობილო ხიდების აღდგენა. პროექტები სამუშაოებისთვის 2017 წლის მეორე კვარტალში გაკეთდა. პროექტების მიხედვით, მოვითხოვეთ ორივე ხიდის აღდგენისთვის 76 000 ლარი. ტენდერი ორივე ხიდზე სამჯერ გამოვაცხადეთ, სამჯერვე ჩავარდა. შემდეგ პროექტის ავტორთან შეთანხმებით, მოხდა პროექტის კორექტირება და თითო ხიდზე გაიზარდა თანხა 9 000 ლარით, ჯამში 18 000 ლარით. ვინაიდან ამ ეტაპზე გამოყოფილი გვქონდა 76 000 ლარი ორივე ხიდისთვის და ვერ ხერხდებოდა ამ პერიოდში 18 000 ლარის დამატება, 47 000-ლარიანი ტენდერი გამოვაცხადეთ მხოლოდ ერთ ხიდზე - სოფელ ლესემის ხიდზე. ტენდერში შემდეგ არავინ არ მიიღო მონაწილეობა. ტენდერი გამეორებით ჩატარდება.

 

 

რაც შეეხება ნანარის ხიდს - ნანარის ხიდის აღსადგენად სამუშაოების წარმოებისთვის მოხდება თანხის დამატება. ჯამში, ნანარის ხიდის სამუშაოების შესასრულებლად 5 ტენდერი იყო გამოცხადებული, სამი ლესემის ხიდთან ერთად, ორი კი, ცალკე. ორივე ხიდის აღდგენა, სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.

 

 

2017 წლიდან გვქონდა ასევე პროექტი, რომელიც ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის მაჩუბის მშენებლობას გულისხმობს. მაჩუბი აშენდა, გადახურვამდეა მისული, თუმცა, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა და სავარაუდოდ, მათთან მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა. პროექტი რეგიონული ფონდის ფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები მომავალ წელს გაგრძელდება", უთხრა GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა.

 

კომენტარები: 1
#1  მადონა ჩანქსელიანი
      
ლენტეხს ჰყავს საუკეთესო მერი.
4 დეკემბერი 2018 12:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი