გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას მიმართავს: „არ ხართ იმპერატორები, ძალიან სუსტად ხართ... დასჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია, მოხდება რევოლუცია
05-12-2018, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „ძალიან საეჭვო არჩევნებში მოიგო“, მაინც „ფაქტორია დღეს“ და ის რომ „პრეზიდენტად არ ვაღიაროთ, დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება, მთელი ამბები, გადაგვისვრიან უკან. ამიტომ, ეს არის ფაქტორი, სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე“.

 


აღნიშნულის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „ TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა და დასძინა, რომ ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას არ ემხრობა, თუმცა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „სომხეთის ამბავი გვიახლოვდება, ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება“, რადგან მისი აზრით, „ფაშინიანს თავად ეპოქა ქმნის, ვითარება ქმნის გმირს, პიროვნებას“.

 

 

სანიკიძე საქართველოში რევოლუციურ სცენარს იმ შემთხვევაში არ გამორიცხავს, თუკი ხელისუფლება ცვლილებებს არ განახორციელებს და საარჩევნო გარემოს არ შეცვლის. მისი თქმით, „მრგვალმა მაგიდამ“ გააკეთა თავის დროზე ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს.

 


„მრგვალმა მაგიდამ იმუშავა საარჩევნო გარემოზე, საარჩევნო გარემოთი მიაწვა კომუნისტურ ხელისუფლებას, უკეთეს პირობებში დაანიშნინა არჩევნები და დაამარცხა...

 


„ხელისუფლებას მივმართავ. ჩემო ძვირფასებო, ბევრი ჩემი მეგობარი ხართ, ქვეყანა აქეთ არ წაიყვანოთ, თორემ პარიზს შეხედეთ, ყვითელჟილეტიანები ხელისუფლებას რას უშვებიან და ხელისუფლება როგორ იქცევა, დღეს საფრანგეთის პრემიერ მინისტრი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ უნდა დავუთმოთ ამ ხალხსო. არ ხართ იმპერატორები, არ ხართ მაგრები, ძალიან სუსტად ხართ. მე რევოლუციის არ მეშინია, დასჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია, მოხდება რევოლუცია. თუ არაფერს შეცვლით, თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლით, თუ არჩევნები არ ჩატარდება აქ ნორმალურად, საქართველო მიიღებს რევოლუციას და მე კი არ ვარ ამის გარანტორი, ხალხია ამის გარანტორი“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი