განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
05-12-2018, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, გერმანიის მოქალაქე ლ.ა. დამნაშავედ სცნო.

 

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 1039,9649 გრ. „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრ. „ამფეტამინი“, 2,5518 გრ. „ბუპრენორფინი“ და 38,099495 გრ. კოკაინი (მარილი), საიდანაც 21,8673 გრ. „მდმა“ , 8,3 გრ. „ამფეტამინი“ და 5,3357 გრ. კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ.ჩ.-ზე, ხოლო ნაწილს ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები პოლიციის თანამშრომლების მიერ, 2018 წლის წლის 14 მარტს, ქ.თბილისში ნ.ჩ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის და ლ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.

 


ლ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი