ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„ძვირფასო ქალბატონო სალომე, დიდად სასიამოვნო იყო იმ ამბის გაგება, რომ თქვენ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიეს.
ეს არჩევნები საქართველოსთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხალხის მიერ პირდაპირ წესით ბოლოჯერ იქნა არჩეული.
ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი კარგი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევებს განახორციელოს რეფორმები, რომელიც თქვენი ქვეყნის გადაწყვეტილებით, ევროპული ინტეგრაციის გზისკენ მიმავალ არჩევანს წარმოადგენს", ნათქვამია წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.