ზურაბ აბაშიძე: შესაძლოა სიტუაცია უკონტროლო გახდეს, ორივე მხარეს არსებობს იარაღის გარკვეული რაოდენობა
13-07-2015, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურაბ აბაშიძეს მიაჩნია, რომ შიდა ქართლში შესაძლოა სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რადგან ორივე მხარეს არსებობს იარაღის გარკვეული რაოდენობა. აბაშიძე ამბობს, რომ მას პრაღაში კარასინთან უმწვავესი საუბარი ექნება საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით.


მწვავე განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გუშინ სოფელ ორჭოსანის სიახლოვეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


"რომელ საერთაშორისო ნორმებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ვხედავთ ადამიანების დაჩაგვრას, აბუჩად აგდებას. ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა და შეიძლება ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ორივე მხარეს არსებობს იარაღის გარკვეული რაოდენობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიღებული ზარალის გამო გაბოროტებულია. სწორედ ამიტომ დესტაბილიზაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს. ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი პრაღაში. მართალია ამ შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთ ფაქტებზე მსჯელობას, თუმცა სწორედ ამაზე პრაღაში უმწვავესი საუბარი იქნება. ამით დაიწყება და ამით დამთავრდება საუბარი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.


ადგილობრივი მოსახლეობა, სადაც რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, უკიდურესად შეშფოთებულია.


ადგილობრივები ამბობენ, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ხურვალეთის და წითელუბნის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშე რჩებიან.


კომენტარები: 1
#1   nana
      
Mere ra gaaketet, rom situacia ar dazabuliko, bevrad rtuli vitarebaa, vidre 2008 clis mere! Rodemde unda ebgauchot da imcirot da gvamcirot chven am rusebtan? Mat ar undat tanascorze saubari, teritoriis sidide ar azlevt uflebas mentoruli tonit rom gvelaparakon! Batono abashidze tqveni gamkvirvebia, martla ar gaqvt girseba da tavmokvareoba, saertod ar grznobt , rom qartveli xart da tqvens ukan chveni shvilebi da mati momavali, rom dgas? Gaiget, ar gvinda ruseti da rusebi, kargad ikvnen iq sadac arian, ogond shegveshvan, chveni tanacxovreba mattan absurdia!!!
13 ივლისი 2015 02:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი