„ნატო-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მიმართ არ ყოფილა გაჟღერებული არცერთი კრიტიკული შენიშვნა და ამას ადასტურებს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიც” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე.
მისი თქმით, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველომ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.
„გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე არ ყოფილა გაჟღერებული არც ერთი კრიტიკული შენიშვნა. ამას ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თავსებადობაზე ნატო-ს სტანდარტებთან ყველა მიმართულებით“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო გათვალისწინებული იქნას.
„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, ბუნებრივია ეს ახალი არ არის, იმავე განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა, საუბარია რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად , რა თქმა უნდა იყო ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას აქვს მყისიერი რეაგირება და პარლამენტის მხრიდანაც გაჟღერდა რომ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“, აღნიშნა ზალკალიანმა, როგორც ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.