წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 30 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო მასალების გადაცემა დაიწყო.
"ყველაფერი კეთდება სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. თუნუქის სახურავს მიიღებს ყველა დაზარალებული’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგების პროცესს მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
30 ნოემბერს ძლიერი ქარის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 85 კერძო სახლის, 25 საერთო საცხოვრებელი კორპუსის, ორი საბავშვო ბაღისა და ერთი საჯარო სკოლის, ერთი ადმინისტრციული შენობის სახურავი დაზიანდა.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.