თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის მოადგილე მერაბ სირაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი არჩილ ქოჩიაშვილი სოფ. სარბევში იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გზის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

სარბევში გზის 1000 მ-იანი მონაკვეთის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გი-ან 2011“ შეასრულებს და მასზე რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 133 988 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.