ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, 2018 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
05-12-2018, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის განმავლობაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა განუცხადა, მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა იყო.

 


„2018 წლის განმავლობაში გამოცხადებული იყო 53 ტენდერი. 29 პროექტი დასრულდა, 24 კი მიმდინარეობს. 4 ტენდერი გამოცხადებული იყო რეგიონული ფონდის დაფინანსებით და ჯამში, 2 303 373 იყო გათვალისწინებული. ეს პროექტებია : სათხა-სპასოვკის გზის მოასფალტება; ნინოწმინდის ქუჩების მოასფალტება; ნინოწმინდაში 26-ე კომისრების ქუჩის მოასფალტება და ნინოწმინდაში სევაკის ქუჩის მოასფალტება.

 


გოგოლის ქუჩა - 175 870 ლარი; გრიბოედოვის ქუჩა - 137 909 ლარი; მარჯანიშვილის ქუჩა - 131 136 ლარი; თუმანიანის ქუჩა - 203 931 ლარი; ხაჩატრიანის ქუჩა - 60 551 ლარი; ერზრუმის ქუჩა - 166 314 ლარი; ლენინაკანის ქუჩა - 145 987 ლარი; კარლ მარქსის შესახვევი - 177 000 ლარი; ჩარენცის ქუჩა - 209 436 ლარი; რუსთაველის ქუჩა - 247 298 ლარი; ჩარენცი - რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა - 107 806 ლარი; სევაკის ქუჩა - 119 079 ლარი; 26 კომისრების ქუჩა - 98 056 ლარი.

 

 

ასევე პროექტებში გვქონდა გზების მოხრეშვა: კონდურის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო სიგრძით 9 კმ, თანხა: 34 400 ლარი; სამუშაოები განხორციელდა შემდეგ სოფლებში - დიდი კონდურა, პატარა კონდურა, დილიფი, მამწვარა.

 

 

ნინოწმინდაში გზების ავტოსავაკლი ნაწილის განახლების სამუშაოები (ორმოები) - თანხა 16 948 ლარი.

 

 

მიმდინარეო წლის განმავლობაში გვქონდა პროექტები, რომლებიც ხიდების აღდგენას ითვალისწინებდა.

 

 

სოფელ ჯიგრაშენის ხიდის რეაბილიტაცია - 16 816ლარი;

 

 

სოფელ პატარა ხანჩალისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია - 3 142 ლარი.

 

 

მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა კომუნალური ინფრასტრუქტურის აღდგენა. წელს გვქონდა წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-აღდგენის პროექტები.

 


ნინოწმინდაში: მიასნიკიანის ქუჩა - 15 676 ლარი; აბოვიანის ქუჩა - 12 050 ლარი; კარსის ქუჩა - 3 369 ლარი; ჩარენც - რუსთაველის ქუჩა - 6 315 ლარი; სპანდარიან - პუშკინის ქუჩა - 6 278 ლარი; ერევნის ქუჩა - 4 336 ლარი; დერჟინსკის ქუჩა - 2 189 ლარი; პუშკინის ქუჩა - 3 873 ლარი; გაგარინის ქუჩა -32 985 ლარი", განაცხადა ნინოწმინდის მერმა.

 

 

ანივარდ მოსოიანის თქმით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. მერის თქმით სწორედ ამის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული დარბაზების, რიტუალების სახლების, სოფლის კლუბების აღდგენა განხორციელდა.

 

 

„ქალაქ ნინოწმინდაში მოსწავლე - ახალგაზრდული სახლის გათბობის სისტემის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია - 6 890 ლარი;

 

 

ნინოწმინდის საქალაქო ბაღში მდებარე მინი სტადიონის მე - 2 ეტაპის სამუშაოები - 17 020 ლარი;

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 10 974 ლარი;

 


ნინოწმინდის მინი სატადიონის სამშენებლო სამუშაოები - 49 580ლარი;

 


სპასოვკის, გორელოვკის, ტამბოვკის მინი სტადიონების სამშენებლო სამუშაოები - 34 134 ლარი;

 


ოროჯალარის მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების 1- ლი ეტაპი - 35 807 ლარი;

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლის კლუბების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები:

 


სპასოვკის კლუბი - 26 999 ლარი;

 

 

რიტუალების სახლების მშენებლობა - რეაბილიტაცია - 52 439 ლარი.

 


სოფლებში: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი, უჩმანა, განძა( მე - 3 ეტაპი) - 32 000 ლარი;

 


დიდი კონდურის რიტუალების სახლისა და ნინოწმინდის ადმინისტრაციული შენობის საქვაბის სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები - 3 567 ლარი;

 


სოფელ საღამოს დედათა მონასტერში გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები - 10 625 ლარი;

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის ამწე კალათის ავტომანქანის შეძენა - 57 820 ლარი;

 


ნინოწმიდის მუნიციპალიტეტისთვის სანაგვე კონტეინერების შეძენა - 38 660 ლარი;

 


2018 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესრულებულია სპორტული დარბაზების სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის: განძის სპორტდარბაზი 55 000ლარი; ყაურმის სპორტდარბაზი - 65 385 ლარი; ანიმაციის განვითარების ფონდი - 2 000 ლარი; ტატამების შეძენა - 3 398 ლარი", უთხრა GUARDIAN.GE-ს ანივარდ მოსოიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი