ვანში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასახური მასალები გადაეცათ
05-12-2018, 19:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა მიუტანა.

 

 

სტიქიამ ვანში 17 სახლის სახურავი მნიშვნელოვნად დააზიანა. გადასახური მასალების დარიგება დღეს დაიწყო და ხვალ დღის ბოლომდე უკვე ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს სახლის სახურავების აღსადგენად საჭირო მასალებს.

 

 

რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა ვანის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, წაქცეული იყო ხეები და ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის დიდ ნაწილს.

 

 

მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბის სწრაფი რეაგირების შედეგად, სტიქიის პირველივე დღიდან დაიწყო ქუჩების გაწმენდა წაქცეული ხეებისგან, მეორე დღიდან კი, სრულად იქნა აღდგენილი მთელ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება.

 

 

სახურავების აღსადგენად საჭირო მასალებით უკვე ხვალ, სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი