კახა კალაძის თქმით, რაც ახლა ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, წინა ხელისუფლების მიერ გატარებული "უგუნური პოლიტიკის" შედეგია
13-07-2015, 02:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის ამოქმედებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან უშედეგოა, აბაშიძე-კარასინის ფორმატი კი, საკმარისი არ არის.


კალაძეს მიაჩნია, რომ ის რაც ახლა ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, 2008 წლის შემდეგ დაიწყო და ეს წინა ხელისუფლების მიერ გატარებული "უგუნური პოლიტიკის" შედეგია.
 

ვიცე-პრემიერის თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი შედეგიანია ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ქართველმა გლეხმა შვება იგრძნო მას მერე, რაც რუსეთში პროდუქცია გააქვს, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ფორმატის შექმნა, რადგან აბაშიძე-კარასინის ფორმატი პოლიტიკურ საკითხებს ვერ არეგულირებს.


"როცა ჩვენ მოვედით ხელისუფებაში დავიწყეთ საუბარი, რომ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ჩვენ ამაზე პარტნიორი ქვეყნებიც მოგვიწოდებდნენ, ამ მიმართებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით და გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. პოლიტიკურად ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს. მნიშვნელოვანი იქნება სხვა ფორმატის მოფიქრება, რომ მოხდეს ურთიერთობების დალაგება. ამაზე გუნდში იქნება საუბარი“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი