გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინის 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს და საარჩევნო თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკური და ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამა იქნება მის მიერ შემუშავებული, რომელსაც დაეყრდნობა პოროშენკო.
როგორც ვაშაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ უთხრა, პეტრო პოროშენკოსთვის რამდენიმე წელია მუშაობს და ამაში ახალი არაფერია.
„ცოტა მიკვირს, ეს ინფორმაცია ახლა რომ გავრცელდა. მე პოროშენკოსთან ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია. ანტიკორუფციული სასამართლოდან დაწყებული, ანტიკორუფციული ბიურო, ყველა ეს ჩვენი შემუშავებული პროექტია. ახალი რა არის ამაში, ვერ ვხვდები. საარჩევნო თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკური და ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამა იქნება ჩემს მიერ შემუშავებული, რომელსაც დაეყრდნობა პოროშენკო ამ არჩევნებში. ყოველ კვირაში დავდივარ უკრაინაში, დღეს დავბრუნდი, გუშინ წინ გავფრინდი. ყოველ კვირაში დავფრინავ უკვე სამი წელია“, განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაშიც „ჰიპერაქტიური“ იქნება.
„საქართველო არის ჩემთვის ნომერ პირველი მიზანი, ეს უნდა იცოდეს ყველამ“, აღნიშნა მან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც პეტრო პოროშენკოს დაუძინებელი ოპონენტია, უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მიხეილ სააკაშვილი გადაცემას „ჯოკერი“, რომელიც ეთერში 7 დეკემბრიდან გავა, ტელეკომპანია Zik-ის ეთერში წაიყვანს.
გადაცემის ანონსში ნათქვამია, რომ „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.