წყალტუბოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა
06-12-2018, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოდან, მერის მოადგილეები, სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურების უფროსები და სპეციალისტები წყალტუბოში სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში შეიკრიბნენ.

 


გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის მიზანია ინფორმაციის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაცვლის ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის. კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების, მოქალაქეთა ჩართულობის, სოციალური პროგრამების შემუშავებისა და ბავშვთა დაცვის საკითხები.

 


„იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა დაეხმარება საქართველოს მთავრობას დეცენტრალიზაციის პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ასევე იუნისეფს, მთავრობის მხარდასაჭერი ღონისძიებების ფორმირებაში“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

 


მსგავსი შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის უკვე გაიმართა.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი