ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე პირადად გაესაუბრა სამხედროებს და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ზაალ კაპანაძის განცხადებით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
თვადაცვის სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სამოქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. საავადმყოფოში გადაყვანილი 15 სამხედრო მოსამსახურიდან 6 მალევე გაეწერა, ხოლო დანარჩენი სამხედროები, რომლებსაც მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ, სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებენ.
შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.