თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდა, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ბარბაქაძესთან ერთად წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გამოყოფილი თანხით - 671 375 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „კონფორტმშენ XXI-ის“ მიერ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოხდება ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა, ინდივიდუალური დაქსელვა-გამრიცხველიანება, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მოწყობა, რის შემდეგაც მოსახლეობა-650 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე წელს წყლის მაგისტრალი მოეწყო სოფ. კვახჭირსა და ზედა სიმონეთში, ხოლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფ. ბარდუბანსა და ქ. თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.