ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში გიორგაძეების უბანში 30-მდე ოჯახს, მათ შორის კიცხის საბავშვო ბაღს უკვე სასმელი წყალი მიეწოდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღისთვის.
სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის რეზერვუარი და წყლის მილები მერიის ბიუჯეტიდან შეიძინეს, სამუშაოები კი ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეასრულა.
2019 წელი მერიამ წყლის წლად გამოაცხადა და პროექტი - "წყალი ყველა სოფელს" უკვე აქტიურ ფაზაშია. მერის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა ყველა სოფელში უნდა მოგვარდეს.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.