ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან მერაბ ორდინიძესთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
„საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მომავალი წლისთვის გასათვალისწინებელ პრიორიტეტულ საკითხებს.
მერმა ყურადღება გაამახვილა ზამთრის სეზონისთვის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მზადყოფნასა და წარმომადგენლების ეფექტურ მუშაობაზე.
მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ზამთრის სეზონმა გასული წლის მსგავსად, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში უპრობლემოდ ჩაიაროს", აღნიშნულია ონის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.