სალომე ზურაბიშვილი: „მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ინაუგურაცია იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“
06-12-2018, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე თელავში ბევრი სტუმარი იქნება და აქვს „დიდი მოლოდინი, რომ [ინაუგურაცია] კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“.

 


„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება, პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაამატა, რომ ოფიციალური სტუმრების გარდა მას პირადი სტუმრებიც ეყოლება.

 


„მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები, იმ კონტაქტებით, რაც უცხოეთში მაქვს. ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი“, აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

 

მან ხაზი გაუსვა, რომ ინაუგურაციის ადგილად თელავის არჩევა იმის დასტურია, რომ იგი ყველას პრეზიდენტია.

 


„თელავმა ნაკლები ხმა მომცა და ამ ადგილის არჩევა იმის დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არ ვარ გაბუტული, რომ არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის ცერემონიის გამართვა რეგიონში არის ძალიან სწორი. ყველაფერის თბილისში ჩატარება არ არის სწორი. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის ამომრჩევლისათვის, არამედ გზავნილია მთელი საზოგადოებისთვის - ვინც არ მომცა ხმა, თავი შეიკავა ან თუნდაც სხვა კანდიდატებს მისცა ხმა. მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი და მზად ვარ ამისთვის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი