რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა და შს სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა ხდება ახლა საოკაუპაციო ხაზის გასწვრივ.
საგარეო უწყება გმობს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცეს ამ ნაბიჯს.
"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, ძალას, იმისთვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და მას სათანადო გაჟღერება და რეაგირება ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობიდან", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისი თქმით, ამ მიზნით უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის დისკუსიების თანათავჯდომარეებთან, ასევე ეს საკითხი უმკაცრესად დაისმება გაერო-ს, ეუთო-ს, ევროსაბჭოს და სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში.
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.