ადიგენის მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ განუცხადა, მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლისა და კანალიზაციის, სარწყავ-სანიაღვრე სისტემებისა და საბავშვო ბაღების აღდგენა იყო.
ზაქარია ენდელაძის განცხადებით, პროექტების გარკვეული ნაწილი რეგიონული განითარებისა და მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდების დაფინანსებით, ხოლო ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდა.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული იყო შემდეგი პროექტები: ლელოვანი-ამხერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. პროექტის საბოლოო ღირებულება 1 146 542 ლარი იყო, აქედან სამუშაოების შესრულებაზე 1 099 692 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები დასრულებულია;
დაბა ადიგენში ერისთავის, ზაზაშვილის, ბალახაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კოპრუსების აღდგენა. მოეწყო ფასადები, აივნის იატაკები, სარინელი, საწვიმარი ძაბრები, მილები და ბორდიურები. პროექტის საბოლოო ღირებულება - 592 969 იყო, აქედან სამუშაოებზე 589 129 ლარი დაიხარჯა. პროექტი დასრულებულია;
იმერთუბანი-იჯარეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - გზა მოეწყო ასფალტის საფარით, საერთო სიგრძე 1 813 მ. პროექტის საბოლოო ღირებულება 759 089 ლარი იყო, სამუშაოების შესასრულებლად კი, 744 620 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს, გვქონდა პროექტი, რომელიც გორგულიდან შოშხოთის მიმართულებით გზის მოასფალტებასა და ქვიშა-ღორღოვანი გზის მოწყობას ითვალისწინებდა. დასრულდა I-II ეტაპი; პროექტის საბოლოო ღირებულება 642 250 ლარს შეადგენდა, სამუშაოების შესასრულებლად 596 403 ლარი დაიხარჯა.
ასევე განხორციელდა სოფელ აბასთუმნისა და სოფელ საღრძის სკოლის გადასასვლელი ხიდის, სოფელ უნწის ხიდის დამცავი გაბიონების მოწყობისა და ბენარის ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვითი სამუშაოები;
მნიშვნელოვანი პროექტები დავაფინანსეთ ასევე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მათ შორისაა:
დაბა ადიგენში კულტურის სახლის მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელის აღდგენა; სოფელ მლაშის სარწყავი წყლის სისტემის აღდგენა; სოფლების - ხევაშენის, უნწის, ბენარის, კახარეთის, უდის, არლისა და სოფელ აბასთუმნის სარწყავი სისტემების აღდგენა; სოფელ მლაშის სასმელი წყლს ქსელის აღდგენა; სოფელ უდეში და ხევაშენში სასმელი წყლის ურდულის დამცავი შენობის მშენებლობა; სოფლებში - მოხეში, წარბასთუმანში და ჭელაში გარე განათების ქსელის მოწყობა; აღნიშნული პროექტები დასრულდა", უთხრა GUARDIAN.GE-ს ადიგენის მერმა.
მისივე განცხადებით, არის რამდენიმე პროექტი, რომელიც მიმდინარეობის პროცესშია და უახლოეს დღეებში დასრულდება.
„მათ შორისაა: დაბა ადიგენში თორნიკე ერისთავის ქუჩა N34-ის მიმდებარედ არსებული მინი სტადიონის აღდგენა - სამუშაოები დაიწყო 29 ნოემბერს და დასრულდება მიმდნარე წლის 27 დეკემბერს;
დაბა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრის (სოფლის სახლის) ტერიტორიის კეთილმოწყობა - დასრულდება 24 დეკემბერს.
გვაქვს რამდენიმე გარდამავალი პროექტი, მათ შორის არის პროექტი, რომელიც სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მოწყობას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა იატაკი, შიდა და გარე მოპირკეთება, კიბე, პანდუსი, წყალსადენი, კანალიზაცია, გათბობა და ელექტროობა. სამუშაოები 2019 წელს დასრულდება", განაცხადა ზაქარია ენდელაძემ, რომლის თქმითაც, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასევე მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის საჭირო მილების შესყიდვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინფორმაციო დაფებისა და საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების მოწყობა და ა.შ.
ადიგენის მერის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ასევე აბასთუმანში.
„დაბა აბასთუმანში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა-აღდგენა. სახლები მე-19-მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.
აბასთუმანში ასევე მიმდინარეობს ფილტვების ფართო პროფილიანი რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა და ყოფილი პოლიკლინიკის შენობის აღდგენა, სადაც სასწრაფო დახმარების გადაუდებელი ცენტრი გაიხსნება.
გარდა ამისა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 3.2-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ბაღდათი-აბასთუმნის 60-კილომეტრიანი გზის პროექტის ნაწილია. იგი სამცხე-ჯავახეთს მოკლე და კომფორტული გზით დააკავშირებს დასავლეთ საქართველოსთან, შედეგად კი, მნიშვნელოვნად შეამცირდება სამგზავრო დრო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული გზის გაგანიერება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს", განაცხადა ზაქარია ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.