მარინა მოლოდინი: სააკაშვილს ჟვანიას მზარდი რეიტინგი ძალიან აწუხებდა, მაგრამ ჟვანიას მკვლელობა დაგეგმილი მკვლელობა არ ყოფილა
13-07-2015, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ეს არ იყო დაგეგმილი მკვლელობა, რადგან მისი სიკვდილის შესახებ მწყობრი ვერსიის დალაგება ძალიან გაუჭირდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოახერხებდნენ",- ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას გუნდის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა მარინა მოლოდინმა "კვირის პალიტრას" განუცხადა.


მოლოდინი ჯვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ხარშილაძე თავად ეჭვობდა, რომ ზურა მოკლული იყო".


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჟვანიას მზარდი რეიტინგი "ძალიან აწუხებდა", მაგრამ "ჟვანიას მკვლელობა დაგეგმილი მკვლელობა არ ყოფილა".


"ხარშილაძემ დაადასტურა, რომ ნაძირალა და არაკაცია, რომელიც ამ შემთხვევიდან პირველივე დღეებში "ნაციონალებს" აგინებდა და ეჭვობდა, რომ ზურა მოკლული იყო. ახლა კი, უნამუსოდ იტყუება. ვიდრე ზურას მოკლავდნენ, ჟვანიასა და სააკაშვილს შორის, ძალიან დაძაბული იყო ურთიერთობა. ამას აშკარად ვგრძნობდით, მაშინ ხომ ბურჯანაძის, სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდი ერთი პოლიტიკური ძალა იყო, თუმცა, ჩვენ ჩუმად და დამოუკიდებლად დავიწყეთ ოფისის ხარჯების დაფარვა, დაცვასა და დარაჯს ფარულად ვუხდიდით თანხას, რადგან ეს ადგილი ცალკე შეხვედრებისთვის გვჭირდებოდა", - აცხადებს მარინა მოლოდინი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი