„COBRA“ ასეული კოლექტიური მზადყოფნის ტრენინგს გადის
07-12-2018, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის რეგიონში დისლოცირებული ძალების I კავალერიის დივიზიის I ჯავშანსატანკო ბრიგადის “COBRA” ასეულმა საქართველოში კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ეტაპი დაიწყო და აშშ-ის ქვედანაყოფი საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით საბრძოლო მზადყოფნის შეფასების მიზნით ტრენინგებს გადის.

 

 

„გვქონდა კომბინირებული სწავლებების შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ აამაღლებს ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას“, აღნიშნა ლევან იზორიამ. მისი განცხადებით, ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავისი რეფორმებით კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს.

 

 

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის “COBRA” ასეული საქართველოში ასეულის დონის კოლექტიური მზადყოფნის ტრენინგს 2018 წლის ნოემბრის დასაწყისიდან მართავს. ეს ტრენინგი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირებაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკული როტაციული საწვრთნელი ქვედანაყოფი საქართველოში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენებითა და მხარდაჭერით, სწავლების მიღმა ტრენინგს ატარებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ღონისძიება გახდება მოდელი აშშ-ის, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მომავალში წვრთნების ჩასატარებლად.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი