საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უწყების მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსის პროექტის მორიგი განხილვა გაიმართა. პროექტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებთან განიხილეს.
თავდაცვის კოდექსის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამერიკელმა სამართლის სპეციალისტებმა ქართულ მხარეს რჩევები მისცეს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
ექსპერტების ცოდნის, რჩევებისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად მოწინავე და დახვეწილი თავდაცვის კოდექსის პროექტი ჩამოყალიბდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად უპასუხებს და მოწინავე ქვეყნების ცოდნასა და გამოცდილებას ასახავს.
ამერიკული მხრიდან შეხვედრას ორგანიზება გაუწია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამართლებრივი სწავლებების თავდაცვის ინსტიტუტმა და მასში სამხედრო იურისტები, სამართლის პროფესორები და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველი მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.