„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანია შპს „სიქპა სიქიურითი სოლუშენს ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დაფარული აქვთ, თუმცა, თამბაქოს კომპანიამ მუშაობა ისევ შეაჩერა, რადგან სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს ვერ იღებენ.
როგორც აღდგომელაშვილი ამბობს, საწარმოს პარალიზება ზაზა ოქუაშვილის დასჯის მიზნით მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.