თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. რუფოთში იმყოფებოდა, სადაც ჭანკვეტაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-ა/ბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა.
ახლადრეაბილიტირებული გზა ბონდო სოფრომაძემ მერიის ხელმძღვანელ პირებთან, ასევე საკრებულოს დეპუტატებთან, შალვა ჭანკვეტაძესა და მერაბ ღიბრაძესთან ერთად გახსნა.
არმირებული ბეტონის საფარი გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო.
ინფრასტრუქტურული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მიმდემმა“ შეასრულა და მასზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 444 444 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.