გიორგი ჩივიაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება
07-12-2018, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება.

 


გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რვაპუნქტიან დოკუმენტში ჩაწერილი მითითებების შესასრულებლად, სახელმწიფოს ვადა 2019 წლის ივნისამდე მისცა.

 

 

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა, დაადგინოს კავშირი მასზე განხორციელებული უკანონო ზეწოლისა და მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს შორის....

 

 

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაავალა სახელმწიფოს, უზრუნველყოს გამოძიების ინსტიტუციონალური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა საქმეში მონაწილე ნებისმიერი პირისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მიერ უნდა ჩატარდეს და მასში არ უნდა მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც აქამდე მონაწილეობდნენ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასა და ზემოქმედების განხორციელებაში.

 

 

პირდაპირ მიუთითა ასევე, რომ გამოძიების ფარგლები უნდა მოიცავდეს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ყველაფრისთვის ევროსაბჭოს კომიტეტმა ჩვენს ხელისუფლებას 6-თვიანი ვადა განუსაზღვრა", განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი