„ჯორჯ ბუში ქართველებს გვახსოვს საბჭოთა იმპერიის დემონტაჟის დროს, საქართველოს აღიარების უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მომენტში“ - გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
07-12-2018, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო, საქართველოში, აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 

 

„ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, ბატონ ჯორჯ ბუშის ოჯახსა და ახლობლებს ქვეყნის ღირსეული შვილის გარდაცვალებას.

 


ჯორჯ ბუში ქართველებს გვახსოვს საბჭოთა იმპერიის დემონტაჟის დროს, საქართველოს აღიარების უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ მომენტში.

 


მისი სახელმწიფო მოღვაწეობის უაღრესად წარმატებული გზის გარდა, არ დაგვავიწყდება მეორე მსოფლიო ომის ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირი პილოტიც, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, და ის ადამიანი, ვინც ერთერთი ყველაზე სახელმწიფოებრივი წერილი მისწერა, პრეზიდენტობის პრაქტიკაში, მის შემდგომ პრეზიდენტს, სადაც დალოცა და წარმატებები უსურვა მის ყოფილ კონკურენტს.

 


ქართველი ხალხის სახელით თანადგომას ვუცხადებ ჩვენს მოძმე ამერიკელ ერს დანაკლისის ამ მძიმე წუთებში“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წერილში, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი