საკონსტიტუციო სასამართლომ შეზღუდვები გააუქმა - უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისევ შეძლებენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვას
07-12-2018, 19:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ისევ შეძლებენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით, რადგან 16 დეკემბერს, არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვას კრძალავს. 

 


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე ამ დრომდე ორჯერ, 2012 და 2014 წლებში უკვე იმსჯელა და ორივე შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა გააუქმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას უზღუდავდა.

 

 

საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი 30 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა აიკრძალა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი