ევროკავშირის ლიდერებმა 17-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ შეთანხმებას მხარეებმა ერთსულოვნად მიაღწიეს.
"ევროსამიტმა ერთსულოვნად მიაღწია შეთანხმებას. ყველაფერი მზად არის საბერძნეთის დახმარების პროგრამისთვის სერიოზულ რეფორმებთან და ფინანსურ დახმარებასთან ერთად", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
საბერძნეთის პარლამენტმა ოთხშაბათამდე უნდა მოახდინოს ევროზონის სამიტზე მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საბერძნეთის პარლამენტის შემდეგ, საბერძნეთის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის რატიფიცრება ევროზონის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.
"საბერძნეთი ევროზონას აღარ დატოვებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბერძნეთის პარლამენტი დღეს მიღწეული ყველა შეთანხმების მიღებას შეძლებს", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ევროჯგუფის პრეზიდენტის იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, ბერძნული აქტივების ფონდი 50 მილიარდი ევრო იქნება. მისივე თქმით, ამ თანხიდან 25 მილიარდი ევრო მიმართული იქნება ბერძნული ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის. ფონდი ევროკავშირის მეთვალყურეობის ქვეშ იფუნქციონირებს.
"ბიბისის" ცნობით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა გადაწყვიტოს, საკმარისად დამაჯერებელია თუ არა ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება იმისათვის, რომ საბერძნეთის ბანკებისთვის ფინანსური დახმარება გაზარდოს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ წუხანდელი მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ეს გზა ძალიან გრძელი და რთული იქნება.
"ეს იყო ძალიან რთული ბრძოლა. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ რთულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ შევძელით ვალის რესტრუქტურიზაცია. საბერძნეთი გააგრძელებს ბრძოლას", - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.