აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად გამოჩენილმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მას არაერთგზის უწევდა დონალდ ტრამპისთვის იმის თქმა, რომ იმის გაკეთება, რაც პრეზიდენტს უნდოდა, შეუძლებელი იყო, რადგან ის კანონს ეწინააღმდეგებოდა ან არღვევდა ხელშეკრულებას.
„მე ვეტყოდი ხოლმე, რომ აი, ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ კონგრესს და შევცვალოთ ეს კანონი. და თუკი ეს არის ის, რისი გაკეთებაც შენ გინდა, ამაში არაფერია არამართებული“, განაცხადა „ექსონის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ჰიუსტონში სიტყვით გამოსვლისას.
ტილერსონმა პრეზიდენტს უწოდა „კაცი, რომელიც საკმაოდ არადისციპლინირებულია, არ მოსწონს კითხვა, არ კითხულობს მოკლე მოხსენებებს, არ მოსწონს დეტალებში შესვლა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლია თქვას, ‘ეს არის ის, რისიც მჯერა’“.
მან ასევე, სოციალური მედიის ეპოქაში ამერიკის პოლიტიკური დიალოგის მდგომარეობაზე გარკვეული წუხილები წამოწია.
„მე გულწრფელი ვიქნები თქვენთან. მაწუხებს, რომ ამერიკელ ხალხს, ჩანს, რომ საკითხების შესახებ ასე მცირეს ცოდნა სურს; მაწუხებს ის, რომ ისინი კმაყოფილნი არიან 128 ასო-ბგერით“, თქვა ტილერსონმა და დაამატა, რომ ის არ გულისხმობდა კრიტიციზმს პრეზიდენტისადმი, რომელიც ხშირად იყენებს სოციალურ მედიას კომუნიკაციის საშუალებად.
ტრამპმა კი „თვითერზე“ 270 ასო-ბგერა გამოიყენა იმისათვის, რომ მისი კაბინეტის ყოფილი წევრი და ერთ დროს მისგან ქებით ცამდე აყვანილი ტილერსონი მიწასთან გაესწორებინა.
„მაიკ პომპეო ჩინებულად მუშაობს. მე ძალიან ვამაყობ მისით. მის წინამორბედს, რექს ტილერსონს არ ჰქონდა საჭირო გონებრივი შესაძლებლობები. ის კლდესავით მუნჯი იყო და მე ვერ შევძელი მისი სწრაფად მოცილება. ის ჯოჯოხეთისებრად ზარმაცი იყო“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
2017 წლის თებერვალში კი, ტილერსონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე შერჩევისას, ტრამპმა მას „მსოფლიოს ჭეშმარიტად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესლიდერი“ უწოდა. თუმცა მათ შორის ურთიერთობები სწრაფად გაფუჭდა. მათი შეხედულებები ჩრდილოეთ კორეაზე, ყატარზე, ირანზე, რუსეთზე, ჩინეთზე და პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებაზე მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა.
დაძაბულობა კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტილერსონმა პრეზიდენტს „დებილი“ უწოდა, რის მკაფიო უარყოფაც მაშინდელ სახელმწიფო მდივანს არ გაუკეთებია.
ტილეროსნი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე 13-თვიანი მუშაობის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა „თვითერზე“ გამოქვეყნებული განცხადების მეშვეობით დაითხოვა პოსტიდან, თან ისე, რომ ამერიკის პირველმა დიპლომატმა, რომელიც აფრიკიდან რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო აშშ-ში, ამის შესახებ არაფერი იცოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.