ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება
13-07-2015, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში”, თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის “13 ივნისის” გახსნისას განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.


“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამაშველო სამსახურს. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად, მათ არც უფიქრიათ საკუთარ სიცოცხლეზე. სამწუხაროდ, დაგვეღუპა ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროებს, მინისტრებსა და სხვადასხვა უწყებებს.


“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ მძიმე წუთებში სამინისტროები, მერიის უწყებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა. დღეს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, საგანგებო ღონისძიებათა ცენტრის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს; თავდაცვის სამინისტროს, მინისტრს, ქალბატონ თინას, საინჟინრო მხარდამჭერი ბატალიონის და საავტომობილო ბატალიონის ჯარისკაცებს; ენერგეტიკის მინისტრს, ბატონ კახას, გარემოს დაცვის მინისტრს, ბატონ გიგლას, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ოთარს, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, სპორტის მინისტრს, ბატონ ტარიელს, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, თბილისის მერს დავით ნარმანიას, თბილისის მერიის სამსახურებს, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, ტრაგედიის დღეებში განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების სოლიდარობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს მუხტი გადამდები და სამაგალითო აღმოჩნდა თითოეული მოქალაქისთვის.


“ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც გვერდით ედგნენ ჩვენს ქართველ მოხალისეებს და მათთან ერთად შრომობდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს და ფოტოგრაფებს, ვინც ამ მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით იდგნენ. მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც სტიქიის დღიდან გვერდით გვედგნენ და გვეხმარებოდნენ. მეგობრებო, დღეს აქ წარმოდგენილია 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის დღეები, ჩვენ უნდა გვახსოვდეს მძიმე წუთებში ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების სამაგალითო კონსოლიდაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს ცხოვრების ღირსეული პირობები აღვუდგინოთ, შევუქმნათ და თანდათან დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამასაც ჩვენი საერთო ძალისხმევით და სოლიდარობით მივაღწევთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი