სალომე სამადაშვილი სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნება და აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად, არ აკმაყოფილებს“ დასავლურ კრიტერიუმებს
09-12-2018, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს საპროტესტო აქციას ემიჯნება, იქ მისვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად, არ აკმაყოფილებს“ დასავლურ კრიტერიუმებს და სიტუაციის ჩიხში შეყვანას ემსახურება.

 


„დემოკრატიის დასაცავად ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ფართო გაერთიანება. პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ზეწოლა ივანიშვილზე. ნებისმიერი აქციის მოთხოვნები, შესაბამისად, უნდა იყოს: 1. გამაერთიანებელი; 2. შედეგზე ორიენტირებული; 3. არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს; 4. არ უნდა შეყავდეს სიტუაცია ჩიხში. სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად, არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. მსგავსი გზავნილები იყო კვირას გამართულ აქციაზე. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამის შემდგომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არის სწორი მოთხოვნა. ისიც, რაც საბოლოოდ ივანიშვილის და ერთპარტიული მმართველობის დამარცხებას სჭირდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ინაგურაციის დღეს დაგეგმილი აქციის გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ამ ფართო ოპოზიციური ერთიანობის უზრუნველსაყოფად. ინაგურაციის პარალელურმა აქციამ არ უნდა შექმნას 'ალტერნატიულ რეალობაში' არსებობის აღქმა. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია, მათთვის, ვინც დამატებით განმარტება მთხოვა“, დაწერა სამადაშვილმა „ფეისბუქზე“.

 


მანამდე კი მან ამავე სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არ აპირებს „არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს“, თუმცა დაამატა, რომ ყველგან გააპროტესტებს „სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი“.

 


„ინაუგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი