გუბაზ სანიკიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს: მიეცით სააკაშვილს პასპორტი, ის ხომ არის მხდალი, თქვენ ხომ ხართ მამაცნი... ჩამოვიდეს და დაიჭირეთ აეროპორტში.... არ გინდათ სააკაშვილის ჩამოსვლა? გითხრათ მიზეზი? იმიტომ, რომ გაშლილი „ლიმონკაა“ თქვენ ხელში ის
09-12-2018, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინონ და თბილისის აეროპორტში ჩამუსული სააკაშვილი დააპატიმრონ. თუმცა გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამის გაკეთება არ უნდა, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის ეშინია.

 


„თქვეს, რომ გუბაზ სანიკიძეს უნდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა. საერთოდ არ მითქვია მე ეგ. ჯერ ერთი, მე როგორ უნდა ჩამოვიყვანო?! ხომ მარტივი შეკითხვა არის? მე როგორ უნდა ჩამოვიყვანო სააკაშვილი? (იცინის). უბრალოდ ვთქვი გუშინ, რომ - ხომ ხართ ასეთი მამაცები „ქართული ოცნება“ - დავით აღმაშენებელს ის ორასი მხედარი რომ ჰყავდა, ალბათ ასეთები იყვნენ ესენი, დიდგორში რომ შევიდნენ - ხომ ხართ იმ 200 მხედართაგანი საქართველოსთვის, არც ერთი ცოცხალი არ დარჩა - მიეცით პასპორტი. ის ხომ არის მხდალი, თქვენ ხომ ხართ მამაცნი, უშიში ვითარცა უხორცოი, როგორც გიორგი პირველზე იძახოდნენ (იცინის), ხომ ხართ უშიშნი ვითარცა უხორცოი, ჩამოვიდეს და დაიჭირეთ აეროპორტში. აა, არ გინდათ სააკაშვილის ჩამოსვლა? გითხრათ მიზეზი? იმიტომ, რომ გაშლილი „ლიმონკაა“ თქვენ ხელში ისა. არაფრის დამჭერები თქვენ არა ხართ. პანიკა იქნება, დაიფანტებით ოთხივე მხრივ... ისე თქვენ წინაპრებს თემურ ლენგის არ ეშინოდათ და ჯალალედინის. ეს რა გულჩუკენები გახდით კაცო. მე თქვენ ლომები მგონიხართ“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი