საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა არ იგეგმება. ამით კერესელიძე ვიცე პრემიერ კახა კალაძის მიერ გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი, რომელიც რუსეთთან საქართველოს აქვს, ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.
რაც შეეხება, პარალელურ, აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ის მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
"პოლიტიკურ გადაწყვეტას რაც შეეხება, დღეს მიგვაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია და უფლება ვესაუბროთ რუსულ მხარეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, იმ საკითხებზე, რომელიც არის ჩვენთვის აქტუალური. რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე არანაირი საუბარი არ არის, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში ეს არ იგეგმება", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.