სომხეთის მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, წარსულში ჟურნალისტმა და მთავარმა რედაქტორმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ქვეყნის სათავეში აპრილის მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა, კვირას გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ძალაუფლება კიდევ უფრო მეტად განიმტკიცა.
ხმების დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ფაშინიანის ბლოკმა 70%-ზე მეტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება მას საშუალებას მისცემს მისი პროგრამის განხორციელებაში, რაც კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებას ითვალსწინებს.
ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო და მან მხოლოდ 49% შეადგინა.
არჩევნების პროცესს საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ფაშინიანის ბლოკმა 70.4%, მისმა ყველაზე მთავარმა მოწინააღმდეგემ, „აყვავებული სომხეთის პარტიამ“ კი, რომელსაც ოლიგარქი გაგიკ წარუკიანი ხელმძღვანელობს, მხოლოდ 8%-ზე მეტი მიიღო. 6%-ით, მესამე ადგილზეა „ნათელი სომხეთი“, ლიბერალური პროდასავლური პარტია.
თითოეულ პარტიას სულ მცირე 5%-ის მიღება ესაჭიროებოდა იმისათვის, რომ 101 ადგილისაგან შემდგარ ეროვნულ ასამბლეაში მოხვედრილიყო.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტში ადგილების 30% ოპოზიციას უნდა ერგოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.