ოპოზიცია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ია კერზაიაზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა განხორციელდა და ის პოლიტიკურად იდევნებოდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.
ოპოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა და და განათლების მინისტრებს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.
„ედპ"-ის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში საარჩევნო პროცესებს გიორგი გახარია კურირებდა და მიხეილ ბატიაშვილი მისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
„ჩვენ არამხოლოდ განათლების მინისტრის საკითხს ვაყენებთ და იმ ადამიანების, რომელმაც განახორციელა უკანონო შემოწმება და განახორციელა კონკრეტულად ზეწოლა ქალბატონ კერზაიაზე, არამედ აუცილებლად უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი", განაცხადა ქარდავამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. გარდაცვალებამდე ზეწოლაზე საუბრობდა თავად ია კერზაიაც. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ საარჩევნო პროცესში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩართვას სთხოვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.