„მიუღებელია ამ პროცესის პოლიტიზება და საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები“ - განათლების მინისტრის მოადგილე ია კერზაიას საქმეზე კომენტარს აკეთებს
10-12-2018, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ია კერზაიას საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება.

 

 

განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ოპოზიციას, რომელიც მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს, პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა, რომლის დირექტორიც იყო ია კერზაია, არ წარმოადგენს გამონაკლის, სადაც გენერალური ინსპექცია საჩივრის შემდეგ შევიდა და დარღვევები დააფიქსირა, რის გამოც, ია კერზაიას დირექტორის პოსტიდან გადაყენების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

 

 

„ეს არის უდაოდ ტრაგედია, მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ პროცესის პოლიტიზება და ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები.

 

 

ბუნებრივია, განათლების სამინისტრო თავისი არსებობის ისტორიაში მუდმივად ატარებს ინსპექტირებას ყველა სკოლის და ამის მიზანს წარმოადგენს ხარისხის დადგენა და იმ სტანდარტის შესაბამისად ჩვენი ბავშვებისთვის განათლების მიწოდება, რომელიც აუცილებელია მათთვის და ძალიან ნიშანდობლივი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება კერზაიას გათავისუფლების შესახებ მიღებული არ ყოფილა, ეს იყო პროცესი, რომელიც არის ძალიან ჩვეულებრივი და სტანდარტული პროცესი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის პოლიტიზირება არის დაუშვებელი და მიუღებელი.

 

 

რაც შეეხება ზოგადად, პარლამენტში ამ საკითხის განხილვას და დაბარებას მინისტრის, ჯერჯერობით, ოფიციალურად არანაირი მოწვევა პარლამენტის რომელიმე ფრაქციისგან არ მოგსვლია, მაგრამ მზად ვართ ასევე მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ ყველა კითხვას ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი", განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

 

 

ოპოზიცია ზუგდიდის სკოლის დირექტორზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.

 

 

კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.

 

 

გარდაცვალებამდე ზეწოლაზე საუბრობდა თავად ია კერზაიაც. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ საარჩევნო პროცესში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩართვას სთხოვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი