ლუქსემბურგში, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია გააუქმოს ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება - “ბრექსიტი“ - ბლოკის სხვა 27 წევრის თანხმობის გარეშე. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ეს შესაძლოა გაკეთდეს ბრიტანეთის წევრობის პირობების შეცვლის გარეშე.
ანტი-ბრექსიტის პოლიტიკოსთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ დიდ ბრიტანეთს შეეძლო ერთპიროვნულად შეეჩერებინა „ბრექსიტი“, მაგრამ მათ წინააღმდეგობას უწევდა მთავრობა და ევროკავშირი.
სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი დღით ადრე გამოცხადდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ევროკავშირის დატოვებაზე ტერეზა მეის შეთანხმებას თემთა პალატაში, სამშაბათ ღამით უყრიდნენ კენჭს, რომლის დროსაც უკვე ფართოდ მოელოდნენ, რომ დეპუტატები მეის წინადადებებზე უარს იტყოდნენ.
BBC-ის ბრიუსელის კორესპონდენტის, ადამ ფლემინგის თქმით, სასამართლოს დადგენილებამ ევროკავშირში დარჩენა „რეალურ, სიცოცხლისუნარიან არჩევანად“ აქცია და ამან შესაძლოა კენჭისყრისას „რამდენიმე დეპუატატის საკითხისადმი გადახრა“ განაპირობოს. მაგრამ როგორც მან დასძინა, „ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ბრიტანულ პოლიტიკაში“ იმისათვის, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა ვიხილოთ და ამგვარი „პოლიტიკური რეალობის“ წინაშე დადგომისთვის საჭიროა ტერეზა მეის და მთავრობის აზრის შეცვლა.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ლუქსემბურგის სასამართლომ თავისი 66-წლიანი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ არსებული 50-ე მუხლი შესაძლოა, „ერთპიროვნულად იქნეს გაუქმებული“, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება დატოვოს ევროკავშირი თავისი ორწლიანი მოლაპარაკებების პერიოდში.
„წევრი ქვეყანა არ შეიძლება იყოს იძულებული თავისი სურვილის წინააღმდეგ დატოვოს ევროპის კავშირი“, ნათქვამია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.