მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი 10 დეკემბერს 18:00 საათიდან ამუშავდება
10-12-2018, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი, დღეს 10 დეკემბერს 18:00 საათიდან ამუშავდება.

 

 

„18:00 საათზე გაეშვება ვებ-საიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „TBC ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, აღნიშნა ბახტაძემ და დაამატა, რომ ამ მიმართულებით 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.

 


პრემიერის თქმით, ვებ-გვერდზე მონაცემები მუდმივად განახლდება.

 

 

„აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, თქვა მამუკა ბახტაძემ დაამატა:

 

 

„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს  შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი