საქართველოს პრემიერ მინისტრი მედიასივრცეში მისი ოჯახის მისამართით გაჟღერებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურმა მის საცხოვრებელ სახლსა და ვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკ-ნიუსები უწოდა და ჟურნალისტებისთვის განმარტებები გააკეთა.
ბახტაძის თქმით, სახლს, რომელიც სიუჟეტში ისე იყო წარმოდგენილი, როგორც შენაძენი მისი პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისივე ოჯახი 15 წელია ფრლობს.
რაც შეეხება საბანკო ვალის გასტუმრებას, მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ სასამართლო დავა არსებობდა და მისი დასრულებისთანავე ვალის გასტუმრებაც მოხდა.
„ისე, როგორც ათი ათასობით ქართულ ოჯახს, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი არის გასტუმრებული.
გასტუმრებული იქნა ეს ვალი და ისე იქნა გასტუმრებული, რომ ეს „რუსთავი 2"-მაც ვერ დამალა.
როცა ვსაუბრობთ სასამართლო დავაზე, ხელშეკრულებაში იყო სამართლებრივი ხარვეზი, მოხდა ამის გასწორება და მოხდა ვალის გადახდა და ისტორია ამით დაიხურა.
სიუჟეტში, რომელიც სახლს ეხებოდა, წარმოდგენილი იყო, რომ სახლს, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნის თითქმის 15 წელია, კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოსვლასთან. გვერდზე მიწის ნაკვეთი, რომელიც თურმე ჩემი მეზობლის ყოფილა, თურმე ჩემს ოჯახს ეკუთვნის. მეორე სიუჟეტში ვიხილეთ ამის გაგრძელება. ვალდებულების შესრულება იქნა წარმოჩენილი როგორც კომპრომატი. მოდელირებულ რეალობაში, სადაც ამ ფეიკ-ნიუსების ავტორები ცდილობენ, რომ ეს მოდელირებული რეალობა იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი საინფორმაციო სივრცეში, ჩვენ ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას, მათ შორის, იმას, რომ თურმე ვალდებულების შესრულება ეს არის ცუდი ნაბიჯი და ვალდებულების არშესრულება, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება იყოს დადებითი. ბუნერივია, მე ასეთ ლოგიკას არ გავიზიარებ, ვერ გავიზიარებ.
ჩემი მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ვარ ძალიან კმაყოფილი ასეთი კარგი ინტუიციით.
როდესაც მე დავიწყე საუბარი, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე, ჭარბვალიანობაზე, კონკრეტულად ამის გამომწვევ მიზეზებზე, ბუნებრივია, მე მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები და ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული და ეწინააღმდეგებიან ყველანაირად იმისთვის, რომ მოხდეს ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, ისინი შეეცდებოდნენ სხვადასხვა უკაცრავად და სისულელეების მოტანასაც.
ეს არის ჩემთვის მაჩვენებელი - რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ ჩემს ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის წინ მოხდა ამ სახლის შეძენა, რამე კავშირში აქვს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან, ან მეზობლის მიწის ნაკვეთს მომაწერენ, ან მე შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებს ვუჩივლო, რომ ვალი არ გავისტუმრო და ასეთ საკითხებს, რაც უფრო მეტი დეზინფორმაცია წამოვა, ეს იქნება კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ მე და ჩემი გუნდი ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე დაპირებებს პირნათლად ვასრულებთ.
2015 წელს მოხდა სასამართლო დავის დასრულება და რამდენიმე თვეში მოხდა ვალის გასტუმრებაც. იმედია, მომავალშიც მოვისმენ ფეიკ-ნიუსებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე", განაცხადა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.